კონსტანტინე მარადიშვილი მოდის - 22 წლის ფეხბურთელმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და, დიდი ალბათობით, „ჯვაროსნებში“ ითამაშებს #1TVSPORT
კონსტანტინე მარადიშვილი მოდის - 22 წლის ფეხბურთელმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და, დიდი ალბათობით, „ჯვაროსნებში“ ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყდა – კონსტანტინე მარადიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და, დიდი ალბათობით, მალე „ჯვაროსნებს“ ოფიციალურ თამაშებში დაეხმარება.

„ჯეო თიმის“ ცნობით, მოსკოვის „ლოკომოტივის“ 23 წლის ნახევარმცველმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.

„იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს დღეებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფასგან თანხმობას მიიღებს, ვილი სანიოლს სექტემბრის სანაკრებო შეკრებაზე მარადიშვილის გამოძახების შესაძლებლობა ექნება. მარადიშვილს რუსეთის 21-წლამდელთა ნაკრებში ოფიციალურ მატჩში უთამაშია, სწორედ ამიტომაა საჭირო თანხმობა ფიფა-სგან. მსგავსი თანხმობა გახდა საჭირო გიორგი წიტაიშვილის საკითხშიც, რადგან მას უკრაინის ასაკობრივ ნაკრებში ოფიციალურ თამაშში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ცნობაში.

საქართველოს ნაკრების სასელექციო სამსახური უცხოეთში მოთამაშე ქართველებს ყოველთვის დიდი ინტერესით აკვირდებოდა. ამაზე მეტყველებს მიხეილ ფოცხვერიას, ვაკო გვილიას, გია გრიგალავას, საბა საზონოვის, გიორგი წიტაიშვილის ისტორიები.

ნაკრების სელექციონერები მოსკოვის „ლოკომოტივის“ საყრდენი ნახევარმცველის, კონსტანტინე მარადიშვილის მიმართ ინტერესს დიდი ხანია ავლენდნენ. მას საფეხბურთო მოქალაქეობის შეცვლაში ხელს იურიდიული საკითხები უშლიდა. თუმცა, საბედნიეროდ, პრობლემა მოგვარდა.

სხვათა შორის, შეცვლაზე შესულმა მარადიშვილმა ბოლო ტურში ერთ-ერთ ლიდერს 90+3-ე წუთზე გაუტანა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა (1:1).