მარადიშვილი ძვირად ღირებული სატრანსფერო გარიგებების ხუთეულშია #1TVSPORT
მარადიშვილი ძვირად ღირებული სატრანსფერო გარიგებების ხუთეულშია #1TVSPORT

კონსტანტინე მარადიშვილი ზაფხულში მოსკოვის ცსკა-დან მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდა და რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე ძვირად ღირებული სატრანსფერო გარიგებების სიაში მოხვდა.

რუსეთში სატრანსფერო ფანჯარა ერთი კვირით გვიან დაიხურა, ვიდრე დანარჩენ ევროპაში. „ევროფუტბოლმა“ კლუბების ყველაზე ძვირადღირებული შენაძენების სია შეადგინა, სადაც მარადიშილი ხუთეულშია.

ზაფხულში მოსკოვის „ლოკომოტივმა“ მის ტრანსფერში 7 მილიონი ევრო გადაიხადა. ცსკა-ს აღზრდილი კონსტანტინე მარადიშვილი ჯერჯერობით მხოლოდ რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობს.

მარადიშვილს რალფ რანგნიკთან „ლოკომოტივში“ თამაში სურდა. სხვათა შორის, ცსკა-მ თავისი აღზრდილის პრიორიტეტული გამოსყიდვის უფლება შეინარჩუნა.

ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები

1 იონ კორდობა – ბერლინის „ჰერტადან“„კრასნოდარში“ (20 მილიონი ევრო)

2 კლაუდინიო – „რედ ბულ გრაგანტინოდან“ (ბრაზილია) „ზენიტში“ (12 მილიონი ევრო)

3 დენის მაკაროვი – ყაზანის „რუბინიდან“ მოსკოვის „დინამოში“ (7.5 მილიონი ევრო)

4-5 კონსტანტინე მარადიშვილი – ​ცსკა-დან მოსკოვის „ლოკომოტივში“ (7 მილიონი ევრო)

4-5 ანდერს დრეიერი – „მიდტილენდიდან“ (დანია) „რუბინში“ (7 მილიონი ევრო)