„მაქსიმის“ მძღოლები ბათუმში აქციას მართავენ და ტაქსის კომპანიისგან მგზავრობის ტარიფის გაზრდას ითხოვენ
ბათუმში ტაქსის კომპანია „მაქსიმის“ მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი უკმაყოფილების მიზეზი მგზავრობის ტარიფია, რომლითაც ისინი მუშაობენ. მძღოლები ამტკიცებენ, რომ კომპანია ძველ ტარიფს მათ ხარჯზე ინარჩუნებს. მძღოლები ტარიფის გაზრდას ითხოვენ.
ტაქსის მძღოლებმა ავტომანქანები ბათუმის იუსტიციის სახლთან გააჩერეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
„ქალაქის ტერიტორიაზე მგზავრები მაქსიმუმ ორ ლარად გადაგვყავს. ამ ფასად მანქანებს ძლივს ვინახავთ. საწვავიც გაძვირდა. ოჯახები გვყავს სარჩენი. ვითხოვთ, გაზარდონ ტარიფები ან კომპანიამ თვითონ მოიკლოს და მეტი გადაგვიხადოს“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მძღოლები აქციების გაგრძელებას გეგმავენ.