მანუელ ნოიერმა ტრავმის შემდეგ ბურთით პირველი ვარჯიში ჩაატარა
მანუელ ნოიერმა ტრავმის შემდეგ ბურთით პირველი ვარჯიში ჩაატარა

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერმა ტრავმის შემდეგ ბურთით პირველი ვარჯიში ჩაატარა – აღნიშნულია გერმანიის ჩემპიონის ოფიციალურ ვებგვერდზე. 32 წლის მეკარისთვის ეს ვარჯიში პირველი იყო ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში.

ნოიერს 2017 წლის სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია, როცა ბუნდესლიგის ერთ-ერთი მატჩისას ფეხი მოიტეხა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ახლა იწყებს ვარჯიშს, გერმანიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი იმედოვნებს, რომ ნოიერი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე თამაშს შეძლებს.

ამ დროისთვის, ბუნდესნაკრების პირველ მეკარედ „ბარსელონას“ კარის დარაჯი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მიიჩნევა.