გერმანული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის უსიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა გაზეთმა Bild-მა. მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი ვერ მოასწრებს აღდგენას 2018 წლის მარტისთვის. შეგახსენებთ, რომ ნოიერი მარცხენა ფეხის მოტეხილობის შემდეგ, მკურნალობის კურსს გადის.
როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, მსოფლიოს ჩემპიონთა გოლკიპერს ტრავმა გაუმიზეზდა, რის გამოც, აღდგენითი პერიოდის ხანგრძლივობა კიდევ ხუთი კვირით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ნოიერმა ოთხ ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ამის შემდეგ დაიზიანა ფეხი.
ოქტომბერში მან ოპერაცია გადაიტანა და ელოდნენ, რომ ექვსი თვის შემდეგ დაუბრუნდებოდა მოედანს. ახლა კი მისი მოედანზე გამოჩენის სავარაუდო თარიღი – აპრილის ბოლოა.