მანუელ ნოიერი გერმანიის ნაკრებში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატამდე დარჩენას აპირებს #1TVSPORT
მანუელ ნოიერი მზად არის, გააგრძელოს გამოსვლა გერმანიის ნაკრებში.
„ბაიერნის“ 38 წლის მეკარე ამ მომენტისთვის ფიქრობს თავის სამომავლო კარიერაზე ეროვნულ გუნდში და ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ნოიერი გააგრძელებს გამოსვლას გერმანიის ნაკრებში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ბოლომდე. ამის შესახებ გაზეთი kicker-ი წერს.
ევრო 2024-ზე ნოიერმა ნაკრებში ხუთივე მატჩი შეუცვლელად ითამაშა.