ბრაზილიამ დიდი ანგარიშით მოიგო და ურუგვაის დაეწია [ვიდეო] #1TVSPORT

07:35, 16.10.2024

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შეარჩევი ტურნირის მე-10 ტურში ბრაზილიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე გაანადგურა პერუ – 4:0.

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთა რიგებში პენალტებით დუბლი შეასრულა რაფინიამ. თითო გოლი გაიტანეს ანდრეას პერეირამ და ლუის ენრიკემ.

ოქტომბრის სანაკრებო ფანჯრისას ბრაზილიამ ორივე შეხვედრა მოიგო და სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ჯგუფში 16 ქულით მესამე ადგილს იყოფს ურუგვაისთან.

მსგავსი