„მანის“ ტიპის ავტობუსის მძღოლებისთვის ახალი ფორმები შეიკერება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თებერვლიდან დაიწყება ახალი ავტობუსების შემოსვლა და მნიშვნელოვანია, რომ მძღოლებს ჰქონდეთ ფორმები.
„ეტაპობრივად ჩვენ შემოგვივა ახალი ავტობუსები. თებერვლის თვიდან შემოვა 90 ერთეული „მანის“ ტიპის ავტობუსი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მძღოლებისთვის შევკეროთ სპეციალური ფორმები – პერანგი, ჰალსტუხი, რომ იყოს სისუფთავე და ისინი კარგად გამოიყურებოდეს. ჩემი დავალება იქნება, დაიწყოთ ამაზე მუშაობა, რათა ეს მიმართულება მოწესრიგდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.