„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მიმდინარე სეზონის საგარეო მაისურის პრეზენტაცია გამართა. აღმოჩნდა, რომ ფორმა, რომლითაც გუნდი გასვლით მატჩებზე იასპარეზებს, ვარდისფერია. ეს ფერი იუნაიტედს ადრე არასდროს გამოუყენებია.
ვარდისფერზე არჩევანი კლუბმა განსაკუთრებული მიზეზით შეაჩერა. მანჩესტერელებმა გადაწყვიტეს, ამ ხერხით გაეხსენებინათ და პატივი მიეგოთ ყოველკვირეული გამოცემისთვის The Football Pink, რომელიც გუნდის ფანების საყვარელი გაზეთი იყო და 2007 წელს დაიხურა. ის, რომ მაისური ვარდისფერი იქნებოდა, იუნაიტედმა პრემიერლიგის წინა ტურში, „ტოტენჰემთან“ მატჩის პროგრამაზე დააანონსა.
ვარდისფერ ქაღალდზე დაბეჭდილი პროგრამის სათაური იყო The Pink Is Back! (ვარდისფერი ბრუნდება!)
„მანჩესტერ იუნაიტედის“ სტუმრად სათამაშო ახალი ფორმა შეზღუდული რაოდენობით 28-29 აგვისტოს გაიყიდება. 13 სექტემბრიდან კი უკვე ნებისმიერ მსურველს შეეძლება მისი შეძენა.