მანჩინი, ანჩელოტი და კონტე იტალიის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე მთავარი კანდიდატები არიან
იტალიურმა გაზეთმა La Stampa ჩამოთვალა სამი სპეციალისტი, რომლებიც იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ძირითადი კანდიდატები არიან.
გამოცემის მონაცემებით, მთავარ კანდიდატად განიხილება კარლო ანჩელოტი, რომელიც “ბაიერნიდან” წასვლის შემდეგ, უმუშევრად რჩება.
თუმცა ამ სპეციალისტს, პირველ რიგში, კლუბებთან მუშაობა უფრო მეტად იზიდავს.
მეორე კანდიდატია ლონდონის “ჩელსის” თავკაცი ანტონიო კონტე, რომელიც იტალიის ნაკრებს ევრო 2006-ზე ხელმძღვანელობდა.
მესამე კანდიდატად სახელდება რობერტო მანჩინი – ამჟამად, სანკტ პეტერბურგის “ზენიტის” დამრიგებელი, რომელმაც გამოთქვა მომავალში ნაკრების გაწვრთნის სურვილი.
იმავე La Stampa-ს ინფორმაციით, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის 2018 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია 5 მილიონი ევრო ნაკრების ახალი მწვრთნელისთვის.