„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ტოტენჰემის“ ნახევარმცველის, დელე ალის შეძენას გეგმავს. როგორც Daily Star-ი წერს, ამ ფეხბურთელის გადაბირებით პირადად არის დაინტერესებული მანჩესტერელთა მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო.
წყაროს ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად არის, ალის ტრანსფერში 180 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს. ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ტოტენჰემი“ თავის შემტევს 150 მილიონზე უფრო დაბალ ფასად არ გაყიდდა.
პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ალიმ 12 მატჩი ჩაატარა, გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.