მოულოდნელად დაიწყო პრემიერლიგის 26-ე ტური – ლიდერმა „მანჩესტერ სიტიმ“ სეზონში მეოთხე მატჩში დაკარგა ქულები.
ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა სტუმრად „ბარნლის“ დამარცხება ვერ შეძლო – შეხვედრა 1:1 დასრულდა
თუმცა, „სიტი” დანილოს გოლით 22-ე წუთიდან მოყოლებული იგებდა.
სტუმრებს ბურთის ფლობა 71 პროცენტი ჰქონდათ, 20-8 იყო დარტყმების შეფარდება მათ სასარგებლოდ, მაგრამ მაინც ვერ შეინარჩუნეს მოგება – 84-ე წუთზე იოჰან გუდმუნდსონმა გაათანაბრა ანგარიში.
ახლა, “სიტის” 69 ქულა აქვს გათამაშების ცხრილში და 16 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ “მანჩესტერ იუნაიტედს”, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.