მანანა კობახიძე - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მანქანაში ალბათ გადახდილია ის თანხა, რისი საჭიროებაც იყო
მანანა კობახიძე - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მანქანაში ალბათ გადახდილია ის თანხა, რისი საჭიროებაც იყო

ვერ გეტყვით რა თანხაა გადახდილი, ალბათ გადახდილია ის თანხა, რისი საჭიროებაც იყო,- ასე აფასებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობისა მონიტორინგის შედეგებს, სადაც ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კითხვები აქვთ ზოგიერთი ხარჯის რაციონალურობაზე, მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ თითქმის 180 ათას ლარიანი მანქანა შეძენაზე

მანანა კობახიძის განმარტებით, მას არ აქვს დეტალური ინფორმაცია მონიტორინგის შედეგების შესახებ, თუმცა ამბობს, რომ კვლევის შედეგები საყურადღებოა. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ შეძენილ ავტომობილს, მანანა კობახიძე დარწმუნებულია, მიუხედავად იმისა, რომ მანქანა, 180 ათასი ლარი ღირს, ის თავმჯდომარემ საჭიროებიდან გამომდინარე შეიძინა.

„რაც შეეხება კვლევის შედეგებს, რა თქმა უნდა,გავეცნობით, საყურადღებოა. წინასწარ რამის თქმა, როდესაც კვლევას ჯერ არ ვიცნობთ, გაგვიჭირდება, თუმცა თუ კვლევაში არის მოსაზრება და პოზიცია, რომელიც გასაზიარებელი რეკომენდაციაა, რა თქმა უდნა, სასამართლო ამას ყურადღებით გაეცნობა.

რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, თუკი რაიმე ხარჯია გაწეული სასამართლოში, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ და მხოლოდ კანონთან შესაბამისი და რაიმე განსაკუთრებულს არ ველოდები რომ კვლევაში იყოს. რა თქმა უდნა, მნიშვნელოვანია, შედარების თვალსაზრისითაც, როგორი იყო ხარჯები 2012 წლამდე, იმიტომ რომ კვლევა მოიცავს 2012-დან -2017 წელს. ალბათ ეს კითხვაც იქნება ჩემი მხრიდან, რატომ გამოიკვეთა მაინცდამაინც ეს პერიოდი და როგორი იყო ვითარება მანამდე.

თავმჯდომარე რომ ფეხით ვერ გადაადგილდება თბილისიდან ბათუმში და ძალიან ხშირად შეიძლება მას უწევს მოძრაობა ამ მანძილზე, ეს მე მგონი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, რომ სატრანსპორტო უზრუნველყოფა მოსამართლეებს მთელს მსოფლიოში აქვთ. ვერ გეტყვით რა თანხააა გადახდილი, ალბათ გადახდილია ის თანხა, რისი საჭიროებაც იყო”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.