მამუკა ვასაძე - ვინც მიცნობს, მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მისაღებად ვერავინ დამირეკავს, თუ არ მიცნობს, მით უმეტეს
„დავუშვათ, გირეკავთ გავლენიანი პოლიტიკოსი, რომელმაც მხარი დაუჭირა თქვენს გამწესებას თანამდებობაზე და გთხოვთ, რომელიმე საქმეზე რაღაც ტიპის გადაწყვეტილების მიღებას, რას იზამთ? – ასეთი კითხვით მიმართა, საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მამუკა ვასაძეს, გასაუბრების დროს.
ჯანეზაშვილი დაინტერესდა, ხომ არ შეექმნებოდა მას უხერხულობა იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ პოლიტიკოსს ხმა ექნება მიცემული, მის თანამდებობაზე გამწესებაში.
მამუკა ვასაძემ ნაზი ჯანეზაშვილს უპასუხა, რომ ვინც მას იცნობს, აღნიშნული თხოვნით ვერავინ დაურეკავს.
„ორ პასუხს გაგცემთ, სამართლებრივს და ადამიანურს. პირველი, ეს არის საკითხი მოსამართლესთან აკრძალული კომუნიკაციის შესახებ. კანონით აკრძალული კომუნიკაციის შესახებ სათანადო პროცედურების განხორციელებით, ვაცნობებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ პირს. მეორე ადამიანურ პასუხს გაგცემთ, ვინც მე მიცნობს, არ მგონია დამირეკონ და თუ არ მიცნობს, მით უმეტეს, არც დამირეკავს“, – განაცხადა მამუკა ვასაძემ.