მამუკა ვასაძე - თუ რომელიმე კანდიდატს კომისიის წევრების ობიექტურობაში ეჭვი შეაქვს, არსებობს გასაჩივრების შესაბამისი პროცედურები
თუ რომელიმე კანდიდატს, ან ვთქვათ, მე, კომისიის წევრების ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვი შემაქვს, არსებობს ამის გასაჩივრების შესაბამისი პროცედურები, – ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, მამუკა ვასაძემ იუსტიციის საბჭოს სხდომაზე არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს.
კერძოდ ნაზი ჯანეზაშვილმა მამუკა ვასაძეს კითხვა დაუსვა საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის შესახებ, სადაც მისი თქმით, საბჭოში სავარაუდო გარიგებაზეა საუბარი.
„ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ საქმეზე სიახლის სამართლის გამოძიება უნდა დაიწყოს?“ – მიმართა ნაზი ჯანეზაშვილმა მამუკა ვასაძეს.
„ერთმნიშვნელოვნად, რაზეც შემიძლია ჩემი აზრი გითხრათ, გამოძიების დაწყებას თავისი კრიტერიუმები აქვს. დანაშაულის ნიშნები უნდა არსებობდეს, დანაშაულის ნიშნების არსებობისთვის საჭიროა ზღვა მასალა, ზღვა მტკიცებულება, რომელთა შეფასებით, პირველადი ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ უნდა მიიღო გადაწყვეტილება გამოძიების დაწყების შესახებ.
რაც შეეხება შეფასებებს, პროცედურების მიხედვით, თუ რომელიმე კანდიდატი ან ვთქვათ, მე არ ვაკმაყოფილებ კომისიის სამართლებრივი წევრების შეფასებას და ეჭვი შემაქვს ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში, მაშინ არსებობს ამის გასაჩივრების შესაბამისი პროცედურები, მათ შორის, იუსტიციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების. გასაჩივრებული გადაწყვეტილება განიხილება სათანადო პროცედურებით სათანადო ინსტანციაში“, – განაცხადა ვასაძემ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, გენერალური პროკურორის პირველ მოადგილესთან, მამუკა ვასაძესთან გასაუბრება მიმდინარეობს.