მამუკა ვასაძე - განსაკუთრებული გარემოება, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინას კიდევ მივმართოთ, არ არსებობს
მოლოდინი გვაქვს, თითოეულ პირზე, ვისზეც ჩვენი კანონმდებლობით ძებნაა გამოცხადებული, შესაბამის სახელმწიფოში დაკავების შემთხვევაში, მოხდება მისი საქართველოში ექსტრადირება, – ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ გააკეთა.
მამუკა ვასაძის განმარტებით, უკრაინის შესაბამის ორგანოებში ყოფილი პრეზიდენტის ექსტარდიციის მოთხოვნა რამდენჯერმე გაიგზავნა და ამ ეტაპზე კიდევ ერთხელ მოთხოვნისთვის ახალი გარემოება არ არსებობს.
საქართველოს პროკურატურამ უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის მოთხოვნით ბოლოს 2017 წლის 1 სექტემბერს მიმართა და პასუხს ამ დრომდე ელოდება.