მამუკა მდინარაძისთვის გაუგებარია, რატომ დაიბარეს თეა წულუკიანი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს კითხვები არ დაუსვეს.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა კომისიის უმრავლესობამ მინისტრის გამოკითხვა.
„ბატონო სერგი, ქალბატონო თეა, ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ ნამდვილად არ ვიცი, რატომ ხართ აქ გამოძახებული, ეს გადაწყვიტა კომისიის უმრავლესობამ და თუ საქმე იმაშია, რომ თქვენ მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებების გამო უნდა გამოიკითხოთ ამ კომისიაზე, ამ ლოგიკით, თქვენს გარდა, შეიძლება გამოიკითხოს ძალიან ბევრი ადამიანი. ამიტომ მე დიდი სიამოვნებით დაველოდები ჩვენი ოპონენტების კითხვებს და ამის მერე რამე კითხვა თუ მექნება, მერე დავსვამ. თუ თქვენ არ იცით, კიდევ ერთხელ გაუწყებთ, რომ ქალბატონი თეა არ ახორციელებდა პროცესუალურ ხელმძღვანელობას, ეს მის კომპეტენციაში არ შედიოდა”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.