მამუკა მდინარაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

დიდ დიღომში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, დეპუტატ მამუკა მდინარაძის მაჟორიტარული ბიუროს ოფისთან, სადაც „ევროპული საქართველოს“ წევრები და მათი მხარდამჭერები მივიდნენ, ხმაური იყო.

პარტიის ლიდერები მაჟორიტარული ბიუროს ოფისის კარზე ბოქლომის დადებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ და ადგილზე შეკრებილმა მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა არ მისცეს.

ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებსა და მმართველი გუნდის მხარდამჭერებს შორის, როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაძაბულობა სამართალდამცველების ჩარევის შედეგად განიმუხტა. ადგილზე ამ დრომდე რჩება პოლიცია.