მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ხვალ „ქართული ოცნება“ ეუთო-ს წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს
მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ხვალ „ქართული ოცნება“ ეუთო-ს წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ხვალ „ქართული ოცნება“, არჩევნებთან დაკავშირებით, ეუთო-ს წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.

როგორც მდინარაძე აცხადებს, „ქართული ოცნება“ საერთაშორისო დამკვირვებლებს „პუნქტობრივი სიზუსტით ჩააყენებს საქმის კურსში“.

„მე არ მგონია, რომ რომელიმე პარტია, თუნდაც ჩვენ, თავს უნდა აძლევდეს უფლებას, რომ ილაპარაკოს ეუთო/ოდირის წარმომადგენლების ნაცვლად, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავიხსენოთ მათი განცხადებები, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული, კონკურენტული არჩევნები და არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაწვდით და გავაგრძელებთ ინფორმაციის მიწოდებას თითოეულ ასეთ დეტალთან დაკავშირებით. მათ შორის, სავარაუდოდ, ხვალ, ჩვენი წარმომადგენლები გეგმავენ ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრას, იქ ჩვენც მივაწვდით მსგავსი საკითხების შესახებ იმ ინფორმაციას, რაც თქვენ და საზოგადოებას წარვუდგინეთ. შევეცდებით, დეტალურად, პუნქტობრივი სიზუსტით უპირატესად ჩავაყენოთ საქმის კურსში“, – განაცხადა მდინარაძე.