მამუკა მდინარაძე - ზურაბიშვილისა და ოპოზიციის მიზანია რადიკალიზაცია, რაც კრახით დასრულდება, საზოგადოებას დავანახებთ, შარშან რა ტყუილი აკადრეს, მათ შორის პრეზიდენტად წოდებულმა ადამიანმა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის შეხვედრის მიზანს რადიკალიზაცია წარმოადგენს და სწორედ ეს არის მათი საერთო გეგმა.
მდინარაძის თქმით, რადიკალიზაციის გეგმა კრახით დასრულდება.
„შეხვედრა რად უნდათ, ერთნი არიან, ხან ჩუმად ხვდებიან, ხან – ღიად. ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე რადიკალი „ნაციონალი“ სალომე ზურაბიშვილია, რომელიც ადრე იმას მაინც არ კადრულობდა, საპატრიარქოს თავს დასხმოდა. ახლა ბერძენიშვილების დონეზე ჩავიდა და ამასაც კადრულობს. მათი შეხვედრის მიზანია რადიკალიზაცია. საერთო გეგმა ექნებათ – რადიკალიზაცია. საზოგადოებას დავანახებთ, რა ტყუილი აკადრა ამ ხალხმა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტად წოდებულმა ადამიანმაც. ჩვენ წელს დავუმტკიცებთ, შარშან საზოგადოებას რა ტყუილი აკადრეს. მათგან ველოდებით რადიკალიზაციას, რომელიც კრახით დასრულდება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.