მამუკა მდინარაძე - არსებობს ყველაზე კარგი კვლევა, რომელსაც არჩევნები ჰქვია 
მამუკა მდინარაძე - არსებობს ყველაზე კარგი კვლევა, რომელსაც არჩევნები ჰქვია 

როცა არჩევნებზე დადებულ შედეგებს რომელიმე სხვა კვლევა 40 პროცენტით ცდება, მაშინ ეს ძალიან უხერხულია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, „ენდიაი“-ს კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ცდომილების მიზეზია ის, თუ ვინ ატარებს საქართველოში საველე სამუშაოებს. მისივე თქმით, კვლევის ჩამტარებელმა კომპანიამ დამკვეთი კომპანია უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო.

„როცა არჩევნებზე დადებულ შედეგებს რომელიმე სხვა კვლევა 40 პროცენტით ცდება, მაშინ ეს ძალიან უხერხულია. ამის მიზეზია ის, თუ ვინ ატარებს საქართველოში საველე სამუშაოებს. „სიარარსმა“ უხერხულ მდგომარეობაში სხვადასხვა ორგანიზაციები მერამდენედ აღმოაჩინა, რადგან მათი შედეგები არჩევნების შედეგებს 30-40 პროცენტით ცდება.

სიარარსის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიზანია, რომ სოციოლოგიური ხრიკების გამოყენებით, მეტ-ნაკლებად რეალური მონაცემები მიუთითოს იმისათვის, რომ მოიტყუოს მთავარი – ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი დაბალია და ამასობაში, მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი იზრდება.

ამაზე სასაცილო მომენტი რა შეიძლება იყოს? არ გეუბნებით, რომ ეს „ენდიაი“-ს ინტერესია. როცა კვლევითი ორგანიზაცია კვლევებს ატარებს, ტენდენცია არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ და ამ ორგანიზაციას „სიარარსი“ ჰქვია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

​მისივე თქმით, „სიარარსის” ტენდენციები და ინტერესები „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ემთხვევა.

„ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, ვისი ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს და რატომ აყენებს „ენდიაი“-ს​ ხშირად უხერხულ მდგომარეობაში. არჩევნები ორი დღის წინ ჩატარდა და კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაცია უხერხულ მდგომარეობაში მერამდენედ აღმოჩნდა, რომ ორდღიან პერიოდში 40 პროცენტიანი ცვლილება დაიდო. თუ კვლევის ჩატარების თარიღი ორი კვირით ადრეა, „ქართულმა ოცნებამ” ორი კვირის თავზე რა გააკეთა, რომ რეიტინგი 40 პროცენტით გაიზარდა.

ენდიაი“ რატომ უშვებს მსგავს პრეცედენტს, ეს არის კითხვა, რომელიც მათ მიმართ უნდა დაისვას. „ენდიაი“ ვისთან ითანამშრომლებს, ეს ჩემი საქმე არ არის და მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მერამდენედ ხდება, რომ უხერხულ მდგომარეობაში იმ ორგანიზაციის გამო აღმოჩნდა, რომელიც საქართველოში საველე სამუშაოებს ატარებს?

სიარარსის” ტენდენციები და ინტერესები ძირითადად პრინციპში ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებსა და მის მესიჯბოქსს ემთხვევა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.