მამუკა მდინარაძე - ვწუხვარ, უდიდესი ქართველი კლასიკოსი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო
ვწუხვარ, უდიდესი ქართველი კლასიკოსი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე მივულოცეთ… დღეს უკვე სამაგალითო ისტორიაა მისი ცხოვრება და უნიკალური შემოქმედება! ვწუხვარ, უდიდესი ქართველი კლასიკოსი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო. ვიზიარებ მისი ოჯახის და საზოგადოების მწუხარებას“, – წერს მამუკა მდინარაძე.
თანამედროვე ქართველი კლასიკოსი, მწერალი გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.