მამუკა მდინარაძე - ვულოცავ „ლელოს“ ფრაქციის შექმნას და ვუსურვებ კონსტრუქციულობას, პარლამენტში ნაყოფიერ მუშაობას
მამუკა მდინარაძე - ვულოცავ „ლელოს“ ფრაქციის შექმნას და ვუსურვებ კონსტრუქციულობას, პარლამენტში ნაყოფიერ მუშაობას

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე „ლელოს“ ფრაქციის შექმნას ულოცავს და პარლამენტში ნაყოფიერ მუშაობას უსურვებს.

მისივე თქმით, უნაკლო ხელისუფლება არ არსებობს და უმჯობესი იქნება, რეალურ პრობლემებზე ფაქტებით საუბარი, რათა მოხდეს რეაგირება.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, სწორედ ეს არის ოპონირების არსი.

„ლელოს“ ვულოცავ ფრაქციის შექმნას და კონსტრუქციულობას ვუსურვებ. ვუსურვებ, ეამაყოთ იმით, რომ თავიანთი საქმე კარგად აკეთონ, ამ მოწვევის პარლამენტში მათი მუშაობა იყოს ნაყოფიერი. ალბათ, მომავალში მათ ამის თქმის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. არა მხოლოდ საქართველოში, წარმოუდგენელია ხელისუფლება, რომელიც უნაკლოა, არ უშვებს შეცდომებს.

სჯობს, დეზინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, რასაც ასე ხშირად ვაწყდებით, რეალურ პრობლემებზე ვილაპარაკოთ და მიგვითითონ, სად არის შეცდომები. როგორც კი ვნახავთ, რომ ეს არის რაციონალური, ფაქტებზე დაყრდნობილი, ჩვენ ამაზე რეაგირებას მოვახდენთ. ეს არის ოპონირების არსი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ლელო“ პარლამენტში ქმნის ფრაქციას, რომელსაც სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე უერთდებიან.