მამუკა მდინარაძე - ვნახოთ, „ომის პარტიის“ რამდენი ლიდერი და ჰიბრიდული ომის ჯარისკაცი აირჩევს ღალატის ახალ ფორმას და დაეთანხმება ამაზრზენ ბრალდებას სამშობლოს წინააღმდეგ
მამუკა მდინარაძე - ვნახოთ, „ომის პარტიის“ რამდენი ლიდერი და ჰიბრიდული ომის ჯარისკაცი აირჩევს ღალატის ახალ ფორმას და დაეთანხმება ამაზრზენ ბრალდებას სამშობლოს წინააღმდეგ

ვნახოთ, „ომის პარტიის“ რამდენი ლიდერი და ჰიბრიდული ომის ჯარისკაცი აირჩევს ღალატის ახალ ფორმას და დაეთანხმება ამაზრზენ ბრალდებას სამშობლოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სრული ლუსტრაციის დრო დადგა.

„სრული ლუსტრაციის დრო დადგა! ვნახოთ, ომის პარტიის რამდენი ლიდერი და ჰიბრიდული ომის რამდენი ჯარისკაცი აირჩევს ღალატის ახალ ფორმას და დაეთანხმება გაუგონარ, ამაზრზენ ბრალდებას საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ და რამდენი მიხვდება, რომ ამის იქით აღარაფერი არსებობს“, – წერს მამუკა მდინარაძე.