მამუკა მდინარაძე - ვნახეთ წელში იარაღგარჭობილი დიმიტრი შაშკინი, რომელიც გოიმურად ახდენდა საკუთარი თავის რეკლამირებას
მამუკა მდინარაძე - ვნახეთ წელში იარაღგარჭობილი დიმიტრი შაშკინი, რომელიც გოიმურად ახდენდა საკუთარი თავის რეკლამირებას

ვნახეთ წელში იარაღგარჭობილი დიმიტრი შაშკინი, რომელიც გოიმურად ახდენდა საკუთარი თავის რეკლამირებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ირაკლი კობახიძის მიერ სუს-ისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე. მდინარაძის განცხადებით, კობახიძემ უწყებას მიაწოდა იმ ადამიანების ვიანობის შესახებ ინფორმაცია, ვინც არჩევნების დღეს დესტრუქციის მოწყობაში მონაწილეობდა.

„წინასწარ ვსაუბრობდით იმაზე, რასაც დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს. მათ შორის, ირაკლი კობახიძემ გამოკითხვის დროს მიუთითა წყაროს შესახებ, ასევე სახელები და გვარები, ვინ იღებდა დესტრუციის მცდელობაში მონაწილეობას. თუ შესაბამისი მტკიცებულებები იქნება, სამართლებრივი რეაგირება იქნება. თუმცა ინფორმაზია, რაზეც წინა დღეებში ვსაუბრობდით, პრაქტიკულად დადასტურებულია და როგორც მინიმუმ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვთ თავის თავზე ასაღები, რადგან წინა დღეებში კონკრეტულ ადგილებს ვასახელებდით, სადაც ეს პროვოკაცია მოხდებოდა – გლდანი, ბოლნისი და ა.შ. ასეც მოხდა. ვსაუბრობდით იმაზე, ვინ იქნებოდა დესტრუქციული, ასევე იარაღსა და ელექტროშოკზე. ვნახეთ, წელში იარაღგარჭობილი შაშკინი როგორ გოიმურად, პროვოკაციულად ახდენდა თავისი თავის რეკლამირებას. რაც საზოგადოებას მოვუყევით, პუნქტობრივად ახდა, ახლა დანარჩენი გამოძიების საქმეა“, – განაცხადა მდინარაძემ.