მამუკა მდინარაძე - ვხვდებოდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინ რაღაც პერფორმანსებისთვის ემზადებოდა და განზრახ დავასრულეთ სხდომა
მამუკა მდინარაძე - ვხვდებოდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინ რაღაც პერფორმანსებისთვის ემზადებოდა და განზრახ დავასრულეთ სხდომა

ვხვდებოდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინ რაღაც პერფორმანსებისთვის ემზადებოდა და განზრახ დავასრულეთ სხდომა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის განმარტებით, მათი მიზანი იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სახტად დარჩენილიყო.

„ლევან იოსელიანმა გამოიტანა კანონპროექტი, სხვა საკითხები აღარ გამოგვქონდა გუშინ სხდომაზე იმიტომ, რომ ეს ყველაფერი დღეს მაინც განსახილველი იყო და ეს იყო ჩვენი პროცედურული გადაწყეტილება. ასევე, პირადად ჩემი და ჩვენ მიზანი იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სახტად დარჩენილიყვნენ. ეს იყო პროცედურული სვლა. ეს იყო პროცედურული სვლა. მართლაც განზრახ გავაკეთეთ. ისინი ემზადებოდნენ რაღაც პერფორმანსებისთვის, უკვე ვხვდებოდით, ვხედავდით და ეს გავაკეთეთ სპეციალურად.

ისინი რომ ამბობდნენ გუშინ, შეეშინდათო, ეს იყო ჩვეულებრივი პროცედურული სვლა. დავძლიეთ შიში, მთელი ღამე ერთმანეთს ვურეკავდით, ფსიქოლოგები დავიქირავეთ, გადავლახეთ ეს შიში დღეს და სხდომაზე დავსხედით 12:00 საათზე.

გუშინ ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო სხდომა, :ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ველოდით, რომლებსაც პოლიტიკური განცხადებები უნდა გაეკთებინათ. მოვიდნენ მართლაც შიშით. გარეთ 50 ადამიანი იყი პუფებით და ამის შიშით ვერ შემოვიდნენ პარლამენტში. შემდეგ, როცა ნახეს, ასე გაღიმებულები და სახტად დარჩნენ. მერე რაღაც ხომ უნდა მოეფიქრებინათ და თქვეს შეეშინდათ და გაიქცნენო“, – განაცხადა მდინარაძემ.