მამუკა მდინარაძე - ვინც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს რეკომენდაციებს, მას არ უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება და ევროპული მომავლის მტერია
ვინც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს რეკომენდაციებს, მას არ უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება და საქართველოს ევროპული მომავლის მტერია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ვისაც ამგვარი მიდგომა აქვს, ის პირადი, სუბიექტური, პოლიტიკური ინერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.
„წარმოუდგენელია მიდგომა, რომლის მიხედვითაც, შეიძლება შეგწევდეს ძალა, რომ დღეს რაც ხდება, ამის პარალელურად ამბობდე, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს რეკომენდაციებს. ვინც ამას ამბობს, მას არ უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება და მისი მიზნები დაკავშირებულია კანდიდატის სტატუსის არმიღებასთან, ის არის საქართველოს ევროპული მომავლის, ევროინტეგრაციის მტერი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.