მამუკა მდინარაძე - ვგმობთ რუსეთის მხრიდან საარჩევნო უბნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გახსნას, ეს არის საერთაშორისო სამართლის პრინციპების კიდევ ერთი უხეში დარღვევა
მამუკა მდინარაძე - ვგმობთ რუსეთის მხრიდან საარჩევნო უბნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გახსნას, ეს არის საერთაშორისო სამართლის პრინციპების კიდევ ერთი უხეში დარღვევა

ვგმობთ რუსეთის მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო უბნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გახსნას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების კიდევ ერთი უხეში დარღვევა.

„ჩვენ ვუერთდებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას და ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო უბნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გახსნას, რაც ოკუპანტი მხარის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების კიდევ ერთი უხეში დარღვევა და შეურაცხმყოფელი ქმედებაა. დარღვევის ეს ხარისხი რაზე მიანიშნებს, ამას ალბათ ქართული და საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ კარგად იაზრებს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.