მამუკა მდინარაძე - ვფიქრობ, პირველადი მონაცემები აღარ შეიცვლება, შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა
შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა, ვფიქრობ, პირველადი მონაცემები მნიშვნელოვნად აღარ შეიცვლება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„კომისიებსა და უბნებზე ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან შემოდის ინფორმაციები. ამ დროის მონაცემებით, დათვლილია 3 000-მდე უბანი, ანუ ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით მილიონ სამას ორმოცდაათი ათასი ამომრჩევლის მონაცემებზე დაყრდნობით, ხმების 60,3% ეკუთვნის სალომე ზურაბიშვილს, ხოლო 39,7% -გრიგოლ ვაშაძეს. ასე რომ, შეგვიძლია, უკვე თამამად ვთქვათ, რომ სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში. ვფიქრობ, ეს მონაცემები მნიშვნელოვნად აღარ შეიცვლება და საბოლოო შედეგი დაახლოებით იმგვარი იქნება, რაც მოგახსენეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.