მამუკა მდინარაძე - ვანო ზარდიაშვილს ათასი ტყუილი დააბრალეს და ერთი სიმართლე მაინც შევარჩინოთ
მამუკა მდინარაძე - ვანო ზარდიაშვილს ათასი ტყუილი დააბრალეს და ერთი სიმართლე მაინც შევარჩინოთ

ვანო ზარდიაშვილს ათასი ტყუილი დააბრალეს და ერთი სიმართლე მაინც შევარჩინოთ, რომ გადაწყვეტილება თავისით მიიღო,  – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების თაობაზე მასთან რამდენიმე თვის წინ ისაუბრა.

„დროთა განმავლობაში, რატომღაც, მისი გადაწყვეტილება გაჭიანურდა, მაგრამ ბოლოს თქვა, რომ მის მიმართ მიზანმიმართულმა, დაგეგმილმა შავმა პიარმა პიკს მიაღწია და როგორც თავად თქვა, საკუთარ ოჯახს, გუნდს გაუფრთხილდა და ეს გადაწყვეტილება მიიღო”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვანო ზარდიაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტსა და დეპუტატის მანდატს ტოვებს.