მამუკა მდინარაძე - უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქციის შექმნა ხარჯებს არ გაზრდის
ფრაქცია ,,ქართული ოცნება -დემოკრატული საქართველოს” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქციის შექმნა ხარჯებს არ გაზრდის.
„ბსოლუტურად არასწორია ის, რომ ფრაქციების შექმნა ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს ხარჯებში, რადგან ხარჯები დამოკიდებულია დეპუტატების რაოდენობაზე, ამის მიხედვით განისაზღვრება როგორც სამივლინებო, ისე აპარატის ხარჯები ფრაქციებში. შესაბამისად, ხარჯების მიმართულებით, რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არ იქნება ფრაქციებს შიგნით”, – განმარტავს მამუკა მდინარაძე.
უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქცია იქმნება – ,, ქარრული ოცნება – ძლიერი ეკონომიკა”, რომელსაც გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს, 11 დეპუტატს გააერთიანებს.
,,ქართული ოცნება – ძლიერ საქართველოში” კი, რომლის თავმჯდომარეც ბიძინა გეგიძე იქნება, შვიდი დეპუტატი გაწევრიანდება.
ოცი დეპუტატით შემცირდება ყველაზე დიდი ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, რონელიც ამ დრომდე 82 კანონმდებელს აერთიანებდა.
დეპუტატთა გადაადგილება მოხდა უმრავლესობაში შემავალ სხვა ფრაქციებშიც.
,,გარკვეული თემატური ჯგუფები შეიქმნა. ბუნებრივია, აზრთა თანხვედრაც აქ არის მთავარი მიზეზი. ამით კიდევ უფრო გაძლიერდა საპარლამენტო უმრავლესობის გუნდი, რომელსაც აქვს საერთო ხედვა, მაგრამ არსებობს ძალიან ბევრ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა, რაც არის დემოკრატიის უპირობი ნიშანი”,- განმარტავს მამუკა მდინარაძე, რომელიც მმართველ გუნდში დაპირისპირებას კატეორიულად გამორიცხავს.