მამუკა მდინარაძე - უმრავლესობა არის იმ აზრზე, რაც ემთხვევა საერთაშორისო პარტნიორების ოფიციალურ პოზიციას, ეს არის ის, რომ ალტერნატივა არ აქვს არც დიალოგს და არც კანონის უზენაესობას
უმრავლესობა არის იმ აზრზე, რაც ემთხვევა საბედნიეროდ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ოფიციალურ პოზიციას და ეს არის ის, რომ ალტერნატივა არ აქვს არც დიალოგს და არც კანონის უზენაესობას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე ოთხი ძირითადი თემა განიხილეს.
„პირველ რიგში ჩვენ შევეხეთ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს, რაც ამ დღეების განმავლობაში ხდება ჩვენს ქვეყანაში. უმრავლესობა არის იმ აზრზე, რაც ხმოვანდება მთელი ამ დღეების განმავლობაში ჩვენი მხრიდანაც და რაც ემთხვევა საბედნიეროდ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ოფიციალური პოზიციას და ეს არის ის, რომ ალტერნატივა არ აქვს არც დიალოგს და არც კანონის უზენაესობას. მე მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამია, ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე ვიყოთ, იქ, სადაც ვიყავით, ჩვენ იქიდან არსად წავსულვართ. მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ და ჩვენი წილი, სხვაზე მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანამ გააგრძელოს დემოკრატიული, სტაბილური განვითარება და აქ არ იყოს შეფერხება არც ვინმეს პროვოკაციული ქმედებების გამო. ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს ყველამ, მათ შორის ჩვენმა ოპონენტებმა, რომ სტაბილური განვითარება ქვეყანამ განაგრძოს მიზნისკენ, რაც არის ნატო და ევროკავშირი, ეს არის ჩვენი დეკლარირებული მიზანი“, – განაცხადა მდინარაძემ.