მამუკა მდინარაძე - უკრაინის პრეზიდენტის პარლამენტში ჩართვის საკითხი არ არის რომელიმე ოპოზიციონერის შესათანხმებელი, მსგავსი საკითხები ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის თანხმდება
პრეზიდენტის პარლამენტში ჩართვის საკითხები არ არის რომელიმე ოპოზიციონერის შესათანხმებელი, მსგავსი საკითხები ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის თანხმდება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ძალიან უცნაური იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ დილით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ხოლო პარტია „ლელომ“ ეს ინიციატივა შუადღისას საქართველოს პარლამენტში დააყენა.
„ეს დამთხვევა არ არის, სულ ვამბობდი, რომ „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ დანამატია. ეს კლასგარეშე საკითხად მათთვის. „ნაცმოძრაობისა“ და მისი დანაყოფების რომელიმე ინიციატივა რომ განვიხილოთ, მათ ბოდიში უნდა მოიხადონ იმ ჰიბრიდული ომისთვის, ბინძური და მოღალატეობრივი კამპანიისთვის, რაც დღევანდელ დღემდე აწარმოეს. უნდა მიხვდნენ, რომ მათი ნარატივი აზიანებს საქართველოს ინტერესებს. არის სერიოზული უხერხულობა, რომელსაც ხანდახან ფორმალურს უწოდებენ, ხანდახან პრაქტიკულს და რეალურს. სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლებას საქართველოდან ელჩი გაწვეული ჰყავს და ალბათ, ასეთი ინიციატივების დაყენების დროს ეს უხერხულობა უნდა გაითვალისწინონ, რათა საკუთარ ქვეყანას მსგავსი უხერხულობები არ შეუქმნან, როცა ერთი მხრიდან დემარშია და მეორე მხრივ, ასეთ ინიციატივას აყენებ, ასეთი უხერხულობა ყველამ უნდა გაითვალისწინოს. რაღაც განმარტებებს არავის ვთხოვთ, პირიქით, უკრაინას მხარს ვუჭერთ პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად და ომში მყოფი ქვეყნის ადმინისტრაციას არ ვაიძულებთ, განმარტებები აკეთონ. პრეზიდენტის ჩართვის საკითხები არ არის რომელიმე ოპოზიციონერის შესათანხმებელი, მსგავსი საკითხები ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის თანხმდება. აქედან გამომდინარე, ხატია დეკანოიძეს პირადი კონტაქტები რაშიც აქვს უკვე გამოყენებული, უფრო სწორად, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს უკრაინაში რაშიც აქვთ პირადი კონტაქტები გამოყენებული, ეს უკვე გაშიფრულია და ახლა ვითომ კეთილშობილური მიზნებისთვის გამოყენებას, პიარ და პოპულისტურ სვლებს თავი დაანებონ, გაათვითცნობიერონ, რომ ასეთი საკითხები ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის თანხმდება და ამიტომ, მათ „დალაგებულ“ საკითხს ვერ განვიხილავთ. როცა ისინი ასეთ საკითხებს აყენებენ, აპრიორში იგულისხმება, რომ შეიძლება, რაღაც რისკებთან იყოს დაკავშირებული“, – გადანაცხადა მდინარაძემ.