მამუკა მდინარაძე - უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეს არ შეიძლება, ჰყავდეს დაზარალებული, დაზარალებულია სახელმწიფო და საჯარო ინტერესი
მამუკა მდინარაძე - უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეს არ შეიძლება, ჰყავდეს დაზარალებული, დაზარალებულია სახელმწიფო და საჯარო ინტერესი

სისხლის სამართლის კოდექსში არის უამრავი მუხლი, სადაც არც მომჩივანია და არც დაზარალებული და ეს დანაშაულს არ გამორიცხავს. ასეა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმე. ასიდან 100 პროცენტში აქ არც დაზარალებულია და არც მომჩივანი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეს არ შეიძლება, ჰყავდეს დაზარალებული, ვინაიდან ამ შემთხვევაში დაზარალებულია სახელმწიფო და საჯარო ინტერესი.