მამუკა მდინარაძე - უბინძურესია ის შეურაცხყოფა, რასაც პარლამენტის თავმჯდომარესთან მიმართებაში „ტვ პირველი“ ნონა მამულაშვილთან ერთად აკეთებს, მგონია, რომ შეგრცხვებათ თითოეული ნაბიჯის
უბინძურესია ის შეურაცხყოფა, რასაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან მიმართებაში კონკრეტულად ერთი ტელევიზია, „ტვ პირველი“ ნონა მამულაშვილთან ერთად აკეთებს, „ტვ პირველს“ ვურჩევ, რომ მსგავსი სიბინძურე აღარ ჩაიდინოს, რადგან ეს მათზე მეტყველებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, პერფორმანისისთვის მსგავსი სიბინძურის კადრება მიუღებელია, რადგან ამით ადამიანი საკუთარ სამშობლოს აყენებს ზიანს.
„ნაცმოძრაობის“ წევრები უკვე გასაგებია, თქვენთანაც ყველაფერი გასაგებია, თქვენ ხართ ერთი სხეული და ერთი ორგანიზმი „ნაცმოძრაობაში“, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ ყველა წევრს, ეს ტელევიზიის მენეჯერი იქნება, წარმომადგენელი თუ ნებისმიერი ადამიანი, აუცილებლად ვიტყვი იმას, რომ პამპერსები ვისაც სჭირდებოდა თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილისთვის მიგეწოდებინათ მართლა საჭიროებიდან გამომდინარე და პერფორმანისთვის ასეთი სიბინძურის კადრება არ შეიძლება. ეს დროც გადაივლის და ამ დროს გავიხსენებთ ძალიან ცუდად. მე გულწრფელად მგონია, რომ შეგრცხვებათ თქვენი თითოეული ნაბიჯის, იმ სიბინძურის, რასაც ახლა აკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ერთწუთიანი პიარისთვის. აყენებთ შეურაცხყოფას თქვენს ინსტიტუტებს, ინსტიტუტის ხელმძღვანელს და საკუთარ სამშობლოს, რაც ყველაზე ცუდი და დამაზიანებელია. ასეთი ბინძური პერფორმანსებით საკუთარ სამშობლოს აყენებთ საბოლოო ჯამში უდიდეს შეურაცხყოფას. წარმოუდგენელია, პარლამენტის წევრს მოგაფიქრდეს ასეთი შეურაცხყოფა შენი ინსტიტუტის, საკუთარი ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ. სადაც მისაწოდებელი იყო, მაშინ არ მიგიწოდებინათ მსგავსი რაღაც-რაღაცები“, – განაცხადა მდინარაძემ.