მამუკა მდინარაძე- თუ პრეზიდენტს მართლა უნდა კითხვებზე პასუხი, ვთავაზობთ სატელევიზიო დებატების ფორმატს
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ძალიან კარგად იცნობს რეგლამენტს და ფორმატიც შეთანხმებული იყო, ის გუშინ გაექცა საზოგადოებას, პასუხისმგებლობას და საქართველოს პარლამენტის წევრებს. კითხვებზე პასუხის გაცემა თუ მართლა უნდა, ვთვლით, რომ ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეს და შევთავაზებთ სატელევიზიო დებატების ფორმატს,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მამუკა მდინარაძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი უმრავლესობის შეთავაზებას დათანხმდება. მისივე თქმით, პრეზიდენტის სურვილის შემთხვევაში, უმრავლესობა მზადაა დებატების ნებისმიერ ფორმატში გამართვისთვის.
„სატელევიზიო დებატების ფორმატში პრეზიდენტს საშუალება ექნება, ყველა კითხვას ამომწურავად გასცეს პასუხი. იმედია, ის ამ შეთავაზებას მიიღებს. ტექნიკურ და ფორმალურ საკითხებზე ალბათ, შევჯერდებით. არ მინდა წინასწარ დავაანონსო, ან დეტალიზაცია მოვახდინო. მისი სურვილის შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში დავუჯდეთ დებატებში პრეზიდენტ მარგველაშვილს“,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.