მამუკა მდინარაძე - რეგლამენტის დარღვევა კი არა, ქვეყნის დარღვევას ცდილობენ ყოველდღე, მაგრამ არ გამოსდით, საბედნიეროდ
რეგლამენტის დარღვევა კი არა, ქვეყნის დარღვევას ცდილობენ ყოველდღე, მაგრამ არ გამოსდით, საბედნიეროდ, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ბრალდებებს.
მამუკა მდინარაძემ კომენტარი გააკეთა ოპოზიციის განცხადებაზე, რომ პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის პარლამენტში გამოსვლის გადადება რეგლამენტის დარღვევაა.
„დღეს რომ ლაპარაკობენ რეგლამენტის დარღვევაზე, რეგლამენტის დარღვევას კი არა, ქვეყნის დარღვევას ცდილობენ ყოველდღე, მაგრამ არ გამოსდით, საბედნიეროდ. როდესაც ოპოზიციის დიდი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია, როცა დესტრუქციას აწყობენ და გუშინ ნიკა მელიას პერსონის დაცვის მაგივრად, პოლიტიკური მესიჯები გაახმოვანეს, ჩვენ დავსვით კითხვები, რაც რეალურად საქმესთან იყო დაკავშირებული.
ამ ფონზე, როდესაც პრემიერი პირველად მოდის საქართველოს პარლამენტში და უნდა გააკეთოს მოხსენება, როგორც გაწეული საქმიანობის შესახებ, ისე პრობლემის შესახებ, ამას სჭირდება შესაბამისი ფორმატი.
ბოიკოტის ფონზე, ბუნებრივია, არაოპტიმალური და შეუფერებელია, რომ ჩაერთოს ყველა მხარე დისკუსიაში, როგორც ამას მოგვიწოდებს ჩვენი მთავარი პარტნიორები აშშ-ს საელჩო და დავნიშნოთ დღე, როცა ჩვენ სრულფასოვნად გავივლით ყველა დეტალს, მათ შორის მიმდინარე თემებთან დაკავშირებით.
რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება სპეკულაციები – მიიმალა, შეეშინდა და აშ. გაგრძელდება სპეკულაციები, მაგრამ რეალურად მიზეზები არის მათ მიერ შექმილი დესტრუქციული ფონი, იმის ნაცვლად, რომ ილაპარაკონ საქმეზე. როდესაც იქნება ოპტიმალურად ყველა წესის დაცვით საქმეზე, მათ შორის პრობლემებზე საუბრის საშუალება, ეს იქნება ძალიან მალე, მათთან შეთანხმებით სხვათა შორის.
გახარიაზეც ანალოგიურად შეიძლება ითქვას, რომ თუ ისინი მოუსმენენ, არ არის არანაირი პრობლემა, მოვიწვიოთ რიგგარეშე სხდომა, როგორც პრემიერის ისე შს მინისტრის მოსასმენად, რათა იყოს საქმეზე სუბარი და არა პოლიტიკურ სპეკულაციებზე. ბოლო დღეების განმავლობაში პარადოქსია, რომ გავრილოვზე არიან გაბრაზებულები და ის იქიდან უწყვეტს თემებს. ჩვენ პასუხისმგებლობით ვუდგებით ყველა საკითხს და მოვიწვევთ რიგგარეშე სხდომას, როგორც კი კონსტრუქციულ რეჟიმში გადავა“, – განაცხადა მამუკა მდინარძემ.