მამუკა მდინარაძე - „თიბისი ბანკის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა არასერიოზულია
მამუკა მდინარაძე - „თიბისი ბანკის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა არასერიოზულია

„თიბისი ბანკის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა არასერიოზულია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძის მხრიდან წერილზე საუბარი საქმის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობას ემსახურება.

„ეს ყველაფერი უკვე იღებს ძალიან არასერიოზულ სახეს. საუბარი მიდიოდა 17 მილიონი როგორ ისესხა თავისი მეგობრისგან ხაზარაძემ ისე, რომ იმ დღეს „თიბისი ბანკიდან“ იყო ეს ფული გატანილი და მან არაფერი იცოდა. არის თუ არა ეს გათეთრება, როგორი რეაგირება გააკეთა გამოძიებამ და რა შედეგამდე მიდის – ამით უნდა დავინტერესებულიყავით და საქმეში გაჩნდა რაღაც ფურცელი, ნაბეჭდი და მთელი აქცენტი გადავიდა ამაზე.

ვფიქრობ, რომ ეს იყო მცდელობა, რომ ერთის მხრივ პოლიტიკურ ჭრილში გადასულიყო ეს ყველაფერი და მეორე მხრივ, რაღაცნაირად ყურადღება სხვა თემაზე გადასულიყო. ეს წარმატებით გამივიდა, როგორც ვატყობ. აქედან გამომდინარე, ასეთი არგუმენტებით საგამოძიებო კომისიის შემქნა არის არასერიოზული. საუბარი რაზეც უნდა იყოს, იმაზე არ ვლაპარაკობთ და ვლაპარაკობთ ფურცელზე დაბეჭდილ რაღაც ტექსტზე, რომელიც დღეში 100, 1000 შეიძლება მოიტანოს ადამინმა“,- განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება კითხვას, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის დაკითხვასთან დაკავშირებით, მდინარაძის თქმით, ვერ იმსჯელებს იმაზე, რატომ ჩათვალა საჭიროდ გამოძიებამ ქადაგიძის დაკითხვა.

„ჩვენ არ შეიშლება ვიმსჯელოთ გამოძიების მაგივრად, არის თუ არა საჭირო რომელიმე პირის დაკითხვა.არ ვიცი გამოძიების დეტალები ისე, რომ ვიმსჯელო, ვისი დაკითხვა არის საჭირო. როგორც იურისტმა, შემიძლია გითხრათ, პირს შეუძლია პროკურატურაში დაკითხვაზე უარი თქვას და დაიკითხოს სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით. საქმის შემდგომი განვითარება ჩვენებაზეა დამოკიდებული. ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ იმაზე, რატომ ჩათვალა გამოძიებამ საჭიროდ, გიორგი ქადაგიძე დაეკითხა“,- განაცხადა მამუ​კა მდინარაძემ.