მამუკა მდინარაძე - თემურ ჯანაშიას ქვეცნობიერმა ათქმევინა, რომ სააკაშვილი წინასაარჩევნო რევოლუციური პროცესებისთვის სჭირდებათ, ეს არის მათი გეგმა, რომელიც უტოპიად დარჩება
მამუკა მდინარაძე - თემურ ჯანაშიას ქვეცნობიერმა ათქმევინა, რომ სააკაშვილი წინასაარჩევნო რევოლუციური პროცესებისთვის სჭირდებათ, ეს არის მათი გეგმა, რომელიც უტოპიად დარჩება

წინასაარჩევნო რევოლუციური პროცესები არის ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ არის რადიკალური მიზანი. ამას ვერ მიაღწევენ, მაგრამ მიზანი ეს არის, მართალია ამ შემთხვევაში თემურ ჯანაშია, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ წინარევოლუციურ პროცესში.

მდინარაძის თქმით, არჩევნების დღეს ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები ვერ დაისმება, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებისთვისაც ცნობილია, შესაბამისად, ისინი ცდილობენ, წინასაარჩევნო პროცესში შექმნან რევოლუციური მუხტი.

ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით პრობლემები ვერ შეიქმნება და წინასაარჩევნო პერიოდში იქნებ აღქმა მაინც შექმნან იმისა, რომ ასეთი პრობლემები იქნება. წინასაარჩევნოდ აპირებენ, რაღაც რევოლუციური მუხტი ასწიონ. წინასაარჩევნო რევოლუციური პროცესები დააანონსა ამ ადამიანმა პრაქტიკულად, ოღონდ ეს იყო წამოცდენა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიეხმარა წამყვანიც, რომ ეს არ წამოსცდენოდა, მას ამან არ უშველა, ქვეცნობიერი არის ძალიან ძლიერი რამ, რაც ხშირად გაიძულებს, რაღაც სიმართლე, რაც შენს თავში ტრიალებს და რისთვისაც ემზადები, ეს გათქმევინოს. შესაბამისად, ქვეცნობიერმა ათქმევინა ბატონ თემურს ის, რომ სააკაშვილი მათ სჭირდებათ წინასაარჩევნო რევოლუციური პროცესებისათვის. ეს არის მათი გეგმა, ოღონდ გეგმა, რომელიც უტოპიად დარჩება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თეიმურაზ ჯანაშიამ განაცხადა: „მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ წინარევოლუციურ პროცესში“.