მამუკა მდინარაძე - სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ 20 ივნისის კონტრაქციაზე ინფორმაცია არის მოგონილი „ფეიკ ნიუსი“, მოდელირებული ამბავი
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 20 ივნისის კონტრაქციის გამართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგონილი „ფეიკ ნიუსია“.
„სრული პასუხისმგებლობით და გარანტიით ვამბობ, რომ ეს არის მოგონილი „ფეიკ ნიუსი“, მოდელირებული ამბავი. მივმართავ ყველა მედიასაშუალებას, თუ ვინმეს ამ ქვეყანაში პრეტენზია აქვს ობიექტურობაზე, კარგად დაინტერესდეს, რატომ მოიგონა ერთმა, თუ ორმა ტელევიზიამ ეს ამბავი, რათა ან ვთქვათ გაებრაზებინათ მოქალაქეები, რომ ამის გამო მოვიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და ახალგაზრდების გარკვეული ნაწილის მიერ დაგეგმილ აქციაზე, ან დააპირისპირონ საზოგადოება, ან მერე თქვან, რომ – აი, ჩვენ რომ ვთქვით, შეეშინდათ და აღარ გააკეთეს კონტრაქციაო. ამ ყველაფერის მიზეზი ბევრი ვერსია შეიძლება იყოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.