მამუკა მდინარაძე - იშვიათად შემხვედრია ისეთი პატიოსანი ადამიანი, როგორც ვახტანგ გომელაურია, გოგაშვილი გომელაურის, საქართველოსა და ქართული პოლიციის წინააღმდეგ ინსტრუმენტალური აგენტია
იცით, გოგაშვილმა თავისი განცხადებები როდის დაასრულა? – როცა ჰყვებოდა, მოსკოვში სიები იგზავნებოდაო. გულწრფელად ვუთანაგრძნობ ნებისმიერ იმ ადამიანს, ვისაც სჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოსკოვში შესათანხმებლად რაღაც სიებს აგზავნის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, სოსო გოგაშვილს „ტვ პირველი“ მოგონილი ამბებისთვის იყენებს.
„იშვიათად შემხვედრია ისეთი გულწრფელი, პატიოსანი, პატრიოტი ადამიანი, როგორც ვახტანგ გომელაურია. სოსო გოგაშვილი გომელაურის და საქართველოს, ასევე ქართული პოლიციის წინააღმდეგ არის ინსტრუმენტალური აგენტი, აგენტ ინსტრუმენტი – აგენტი იარაღი. მას იყენებენ „ტვ პირველის“ ნიუსრუმში მოგონილი ამბის ე.წ. ნიუსს პოვოდი. ანუ, ნიუსს თავისი საფუძველი ხომ სჭირდება? – „ტვ პირველის“ ნიუსრუმში რაღაცას რომ მოიგონებენ, ამას სჭირდება ვიღაცამ რაღაცა უნდა თქვას. 99 პროცენტის შემთხვევაში, ასეთი აღმოჩნდება ხოლმე სოსო გოგაშვილი. შემდეგ არის სიუჟეტი აბსოლუტური „ფეიკი“. საგამოძიებო კომისია იმას კი არ სჭირდება, მოგონილ ამბავზე რა ააგონ და განავითარონ, საგამოძიებო კომისია იმას სჭირდება, ბოლო თვეების განმავლობაში ერთი სიმართლე მაინც თუ უთქვამთ „ტვ პირველში“. სულ ვფიქრობ, უფრო მაღალი ხარისხის და მეტი ტყუილი რა შეიძლება, თქვან და ყველა ჯერზე ახალ სიმაღლეებს იპყრობენ. ამით ღალატობენ საკუთარ ქვეყანას, საერთაშორისო იმიჯის განადგურებას ცდილობენ. ამიტომ, არიან უსამშობლო და უთვისტომო ადამიანები“,- განაცხადა მდინარაძემ.