მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, სახალხო დამცველის საკითხზე საგაზაფხულო სესიისთვის კონსულტაციები განვაგრძოთ და იქნებ იქ მაინც მივაღწიოთ კონსენსუსს
ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახალხო დამცველის საკითხზე, სავარაუდოდ, კონსულტაციები საგაზაფხულო სესიისთვის გაგრძელდება.
მდინარაძის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციასთან შეთანხმება ვერ შედგა, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არავის დაუჭერს.
„კონსულტაციის ფარგლებში, ჩვენ მიერ ოპონენტებისთვის შეთავაზებულ იყო, რომ ხუთი კანდიდატიდან აერჩიათ ერთ-ერთი. რადგან ასეთი შეთანხმება ჩვენს შორის ვერ მოხდა, ამიტომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა არავის დაუჭერს მხარს, ვინაიდგან ამ შემთხვევაში იმართება ჩვენთვის ფორმალური კენჭისყრა. შევეცდებით, საგაზაფხულო სესიისთვის კონსულტაციები განვაგრძოთ და იქნებ იქ მაინც მივაღწიოთ კონსესუსს“, – განაცხადა მდინარაძემ.