მამუკა მდინარაძე - შეუძლებელია, ხელისუფლებამ ოდნავ მაინც დაარღვიოს შვილმკვდარი მამის გამოხატვის თავისუფლება
მამუკა მდინარაძე - შეუძლებელია, ხელისუფლებამ ოდნავ მაინც დაარღვიოს შვილმკვდარი მამის გამოხატვის თავისუფლება

შეუძლებელია, ხელისუფლებამ ოდნავ მაინც დაარღვიოს შვილმკვდარი მამის გამოხატვის თავისუფლება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესს ძალიან ბინძურად იყენებს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მთელი ეს პროცესი გამოყენებულია ძალიან ბინძურად, მაგალითად, პერსონალურად კახა კალაძის საწინააღმდეგოდ, რომლის უწყებამ სთხოვა სარალიძეს, რომ საახალწლო ღონისძიების ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო სხვადასხვა აქტივობა და შეეძლო, სხვა ადგილი მოენახა. ზაზა სარალიძეს თუ უნდა, თხოვნას გაითვალისწინებს ან არ გაითვალისწინებს, ეს მისი გადაწყვეტილებაა. ამის გამოყენება სასპეკულაციოდ, თითქოს ვიღაცამ აუკრძალა სარალიძეს იქ ყოფნა, ბინძური თამაშია და „ნაციონალების“ ჩვევაში გადაზრდილი სტილი. შეუძლებელია, ხელისუფლებამ ოდნავ მაინც დაარღვიოს გამოხატვის თავისუფლება შვილმკვდარი მამის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.