მამუკა მდინარაძე - შესაძლოა, არც მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი აღმოჩდეს ბოლო და შთაბეჭდავი შედეგის მომტანი
ყველას ეგონა, რომ მესამე ან მეოთხე რაუნდი იქნებოდა ბოლო, მაგრამ შეიძლება, არც მეხუთე რაუნდი აღმოჩდეს ბოლო და შთაბეჭდავი შედეგის მომტანი, მაგრამ ერთი ამოცანის წინაშე დგავართ – თუ ყველანი ერთად სახელმწიფობრივად ვფიქრობთ, ყველა უნდა წავიდეს კომპრომისზე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ კომპრომისზე წავიდა და ეს არის რიგგარეშე არჩევნები ერთპროცენტიანი გადაცდომის შემთხვევაში.
„ჩვენ კომპრომისის უპრეცედენტო ვერსია დავდეთ – რიგგარეშე არჩევნები ერთ პროცენტიანი გადაცდომის შემთხვევაში. ვნახოთ, ისინი რამდენად რაციონალურად და სახელმწიფოებრივად მოახერხებენ გადაწყვეტილების მიღებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.