მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება უმრავლესობის ხვალინდელი სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება უმრავლესობის ხვალინდელი სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ იმსჯელა ოპოზიციონერების მანდატების შეწყვეტის საკითხზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება უმრავლესობის წევრებთან უნდა შეჯერდეს.

„პოლიტსაბჭოს მთავარი განსახილველი საკითხი იყო ჩვენი ოპონენტებიც, საპარლამენტო ოპოზიციის იმ წარმომადგენელთა მანდატების შეწყვეტაზე მხარადაჭერა თუ პირიქით, რომლებმაც ამ საკითხზე განცხადებები შემოიტანეს. სამწუხაროდ, დღეს პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების პროექტის შესახებ ვერ გეტყვით, რადგან მას ხვალ სჭირდება უმრავლესობის უმრავლესობის ასეთივე პოზიციის დაფიქსირება თუ უარყოფა. თუ ჩვენ ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად ჩამოვყალიბდით რაღაც პოზიციაზე, რაც ხვალ უნდა წარვუდგინოთ უმრავლესობას, ე.ი. პოლიტსაბჭოს უმრავლესობას გარკვეული აზრი გააჩნნია, ეს ასევე უნდა აისახოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ასევე უმრავლესობის გადაწყვეტილებაში. ხვალ, სხდომის შემდეგ გამოვაცხადებთ საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხზე. შეიძლება, ჩვენი ოპონენტების გარკვეულ ნაწილს არ მოეწონოს ის გადაწყვეტილება თუ იგივე დარჩა, რაც იქნება გამოტანილი საბოლოო ჯამში, მაგრამ მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში, იმის საპირისპიროდ, რასაც ვხედავდით ტელეეთერებში, რომ ისინი ძალიან გაგულისებული საუბრობდნენ, რომ აუცილებლად უნდა შევწყვიტოთ მათი უფლებამოსილება, ამის საპირისპირო მოქმედებებს ვხედავდით კულუარებში. გამოჩნდა, რომ ნერვიულობა იყო და არის ძალიან დიდი“, – განაცხადა მდინარაძემ.