მამუკა მდინარაძე - შავი ლაქა - ეს არის აგენტურული ოპოზიციის სიმბოლო, საბოლოოდ, ვიზუალურადაც დაიბრენდეს
მამუკა მდინარაძე - შავი ლაქა - ეს არის აგენტურული ოპოზიციის სიმბოლო, საბოლოოდ, ვიზუალურადაც დაიბრენდეს

შავი ლაქა – ეს არის აგენტურული ოპოზიციის სიმბოლო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„შავი ლაქა! ეს არის აგენტურული ოპოზიციის სიმბოლო! საბოლოოდ, ვიზუალურადაც დაიბრენდეს! მკლავზე დამაგრებით დაიწყეს“, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების შემაჯამებელ სხდომაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს დაუდგენელი ნივთიერება შეასხა.