მამუკა მდინარაძე - შეიძლება, სერიოზული სკანდალი იყოს, რადგან არსად იძებნება 13 ქვეყნის თუ ელჩის განცხადება, ევროკავშირის საიტზე არ არის, ამის არანაირი წყარო არ არსებობს
შეიძლება, სერიოზული სკანდალი იყოს, რადგან არსად იძებნება 13 ქვეყნის თუ ელჩის განცხადება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის საიტზე არ არის და არკვევენ, სად დაიდო პირველად აღნიშნული განცხადება.
„სერიოზული სკანდალი, შეიძლება, იყოს. ერთი უცნაური ამბავია, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ წინასწარ გეტყვით, რაც ამ ეტაპზე ვიცი. არსად იძებნება ამ 13 ქვეყნის თუ ელჩის განცხადება. ახლა ვარკვევთ, პირველად სად დაიდო. რაც ჩვენ ვიცით, რომელიღაც სააგენტოა პირველწყარო ამ განცხადების და ვინ მიაწოდა, რა მოხდა? ევროკავშირის საიტზე არ არის, თუ არ ვცდები, საფრანგეთის და გერმანიის საელჩოებს საქართველოში, იქაურს – არც საგარეოს, არავის, არც რომელიმე დეპარტამენტს არ აქვს მსგავსი განცხადება, ipn-ის ლინკი უდევს ორ საელჩოს ამ ცამეტიდან, მე რაც ვიცი, დღეს რაც მოვიძიე. არანაირი წყარო ამის არ არსებობს. და რა ხდება, მოდი, ერთად გავარკვიოთ. ეს უცნაურობა მოკლე დროში რატომ მოხდა? 2-3 დღეა დარჩენილი, ვინ მოასწრებს მაგის გამოძიებას და მოდი, ეს განცხადება შევაგდოთო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.