მამუკა მდინარაძე - საქართველოს თაობაზე რომელი ფსევდოლიბერალი რას იტყვის, საინტერესო არ არის, ეროვნული საქმის კეთებას ამით ვერ შეგვაწყვეტინებენ
საქართველოს თაობაზე რომელი ფსევდოლიბერალი რას იტყვის, საინტერესო არ არის, ეროვნულ საქმეს ამით ვერ შეგვაწყვეტინებენ, ეს გამორიცხულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძეს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა ამერიკელი პოლიტოლოგის, ფრენსის ფუკუიამას განცხადებას, რომ „ბიძინა ივანიშვილი გავლენებს ყიდულობს და ამით დემოკრატიას ძირი ეთხრება“.
„ახლა, როცა ღირებულებითი ბრძოლა მიმდინარეობს, სამწუხაროდ, ქვეყნის გარედან ბევრი მხარდამჭერი აღმოუჩნდებათ, თუმცა ამას არ გავითვალისწინებთ, ყურადღებას არ მივაქცევთ, რადგან ჩვენ ეროვნული ინტერესები გვაქვს, ისინი კი ცდილობენ, ქვეყანას რაღაც მოახვიონ თავს, რაც ეროვნული ინტერესებიდან არ გამომდინარეობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მათ ყურადღებას არ მივაქცევთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.