მამუკა მდინარაძე - საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ სააკაშვილს ჰქონდა რესურსი, თმა გადაევარცხნა, წვერი არ მოეშვა და მომაკვდავად არ მოეჩვენებინა თავი
თქვენც გჯერათ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ თმის გვერდზე გადავარცხნა და წვერის გაპარსვა ვერ მოახერხა? ეს მე და საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას არ გვჯერა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მოსახლეობამ სიმულაციაში კიდევ ერთხელ ამხილა პატიმარი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ამგვარად მოატყუოს საზოგადოება, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრება ატყუებდა, სტრესსა და წამებაში ჰყავდა.
„დღეს მხოლოდ ტყუილის რესურსი დარჩა. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, მას თმა რომ გადაევარცხნა და წვერი არ მოეშვა, რაღაც მომაკვდავად არ მოეჩვენებინა თავი, ამის აბსოლუტური რესურსი ჰქონდა. საზოგადოების აზრს ვეთანხმები, რომ ეს ადამიანი დღეს ბინძურად სიმულირებს. წინა და დღევანდელი კადრები რომ ვნახე, მას შემდეგ კიდევ უფრო გამიჩნდა ეს რწმენა. რასაც კადრულობს, მსახიობობას ვხედავ. როცა თვეების განმავლობაში საგულდაგულოდ მალავ, რომ საქართველოში წამოსვლამდე კუჭის რეზექცია გაქვს გაკეთებული ერთი თვით ადრე, გეგმა „ბ“-სთვის, ეს არის სიმულაცია. ასევე სიმულაციაა ის, რომ თქვენი ტელევიზიები 4 ოქტომბერს დამსდევდით და ამბობდით, რომ თქვენი პრეზიდენტი კვდებოდა. თურმე ამ დღეს მედპერსონალს ბოთლებს ესროდა. ამას ვეძახი სიმულაციას. ერთი კვირის წინ თურმე სისხლში ტყვიის შემცველობა იყო და აღმოჩნდა, რომ დასაშვებ ნორმაზეა მასთანაც და ჩვენთანაც. პოსტტრამვული აშლილობა თქვეს. ზოგადად, ამ ადამიანს აშლილობა ყოველთვის ჰქონდა. ტრავმვ რამ გამოიწვია, აქ არის ფეიკი. მას არანაირი წამება არ ჰქონია, ოროთახიან ლუქსშია მოთავსებული და თქვენ კვლავ ვერ ასახელებთ დიაგნოზს, რომელიც შეიძლება, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, გათავისუფლების საფუძველია. მიხეილ სააკაშვილი კარგად რომ იყოს და ჯანმრთელი, ციხეში იქნებოდა. შეიძლება, ისე კარგად არ არის, როგორც თქვენ გინდათ, იყოს“, – განაცხადა მდინარაძემ.