მამუკა მდინარაძე - საქართველოს მოქალაქეობას ვინც დაკარგავს, ფარცხალაძე იქნება თუ სხვა, მასზე სანქციები ჩვეულებრივად გავრცელდება
საქართველოს მოქალაქეობას ვინც დაკარგავს, ფარცხალაძე იქნება თუ სხვა, მასზე სანქციები ჩვეულებრივად გავრცელდება, – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ეს ხელოვნური საკითხი ხალხზე მანიპულაციისა და არასწორი ზეგავლენის საფუძველი ვეღარ გახდება“.
„ფარცხალაძეს თუ მოქალაქეობა შეუწყდება, მერე რა ხდება? პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეობას თუ დაკარგავს, მაშინ მასზე სანქციები ჩვეულებრივად გავრცელდება. ვინც საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს, ფარცხალაძე იქნება თუ სხვა, მასზე სანქციები ჩვეულებრივად გავრცელდება. ამით ფარცხალაძის თემა მოიხსნა და კარგია, რომ ეს ხელოვნური თემა ხალხზე მანიპულაციისა და არასწორი ზეგავლენის საფუძველი ვეღარ გახდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.